LIVE

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 30-წლიან მაქსიმუმზეა

23 მარ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 863
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 30-წლიან მაქსიმუმზეა

დიდ ბრიტანეთში წლიურმა ინფლაციამ ახალ, 30-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და თებერვალში 6.2% შეადგინა.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიხედვით, თებერვლის მაჩვენებელი იანვრის 5.5%-ზე მაღალი აღმოჩნდა და ეკონომისტების ვარაუდს, 6%-საც აჭარბებს. ცენტრალური ბანკი მიმდინარე წელს ორნიშნა ინფლაციის რისკს ელის.

ბრიტანეთში ინფლაცია ბოლო 10 თვიდან რვაში პროგნოზებს აჭარბებს. მხოლოდ თებერვალში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,8%-ით გაიზარდა, რაც ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა 2009 წლის შემდეგ.

ინგლისის ბანკი (BOE) შეშფოთებულია, რომ ეს ფასების კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს, რაც დასაქმებულებს ხელფასის გაზრდის მოთხოვნისკენ უბიძგებს და ინფლაციურ სპირალს გააძლიერებს.

ქვეყანაში გაზის ფასი გასული წლის განმავლობაში რუსეთიდან მიწოდების შემცირების გამო გაიზარდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრა აჩენს რისკს, რომ გადაზიდვები სანქციების ფონზე ან მოსკოვის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო შეიზღუდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიდ ლენდბერგი