პანდემიის ფონზე თბილისის მცხოვრებლების 60%-ზე მეტის ფინანსური მდგომაროება გაუარესდა. ასეთია საკონსულტაციო კომპანია ACT კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც Covid 19-ის პანდემიამ ადამიანების ცხოვრების სტილსა და მატერიალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
გამოკითხული რესპონდენტების თითქმის 50% ყოველთვიურად უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე. აღსანიშნავია, რომ თბილისში მცხოვრები 10-დან 6 ადამიანი თავს იკავებს მსხვილი შენაძენებისგან. საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ბინა, აგარაკი, ავტომობილი და საოჯახო ტექნიკა ან ძვირფასი სამკაული. ის, რომ ამგვარ პროდუქტებზე იკლო მსყოდველუნარიანობამ, აღნიშნულს თავად ბიზნესიც ადასტურებს.