LIVE

გაზის ფასი რყევას განაგრძობს - უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება სტაბილურია

22 მარ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 817
გაზის ფასი რყევას განაგრძობს - უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება სტაბილურია

ევროპული ბუნებრივი აირის ფასი რყევას განაგრძობს. რუსეთიდან მიწოდება სტაბილური რჩება, თუმცა ნორვეგიის გიგანტურმა საბადომ ოპერირება ტექნიკური პრობლემის გამო შეზღუდა.

ბოლო დღეებში საორიენტაციო ფიუჩერსები €100-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რეკორდულად მაღალი ფასების ფონზე კლებას წარმოადგენს.

რუსეთი ევროპის მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს, აქედან მესამედი ევროპისკენ უკრაინის გავლით მიედინება. უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება და Nord Stream-ის კავშირი გერმანიასთან, შეკვეთებიდან გამომდინარე, სტაბილურობას ინარჩუნებს. თუმცა, Gazprom-ს გერმანიისთვის გაზი Yamal-Europe მილსადენით გასული კვირის შემდეგ არ გაუგზავნია.

რუსეთიდან გაზის მიწოდების სტაბილურობის ფონზე, გუშინ ევროპული ბუნებრივი აირის ფიუჩერსები უკრაინის ომის პირველი დღის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ფასის შემცირებაზე გავლენა ასევე იქონია თბილმა ამინდმაც.

უკრაინის უმსხვილესმა სახელმწიფო გაზის კომპანიამ განაცხადა, რომ საწვავის მიწოდებას ევროპაში მანამ გააგრძელებს, სანამ ეს "ტექნიკურად შესაძლებელია",- მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები ქვეყანაზე თავდასხმას განაგრძობენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვერიტი რეტკლიფი