
საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს „მაკდონალდსი“ უფასოდ გაუმასპინძლდება,- ამის შესახებ Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.
„უკრაინელ ბავშვებს „მაკდონალდსში“ უფასოდ აჭმევენ“,- აღნიშნა თემურ ჭყონიამ უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, სადაც დღეს, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ბიზნესმენის განმარტებით, უფასო კვებისთვის მხოლოდ ბავშვის პასპორტის წარდგენა იქნება საჭირო.
ცნობისთვის, დღეს, 22 მარტს, საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში "მაკდონალდსში" უკრაინის მოქალაქეები პასპორტის წარდგენისას საჩუქრად მიიღებენ ორმაგი ჩიზბურგერის სტანდარტულ მაკმენიუს და ჰეფი მილს პატარებისთვის.