LIVE

Nestle-ს განცხადებით, რუსეთში საქმიანობიდან მოგებას არ იღებს

21 მარ 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 968
Nestle-ს განცხადებით, რუსეთში საქმიანობიდან მოგებას არ იღებს

Nestle აცხადებს, რომ რუსეთში საქმიანობიდან მოგებას არ იღებს. მსოფლიოს უმსხვილესი სურსათის მწარმოებელი სულ უფრო მეტად ექცევა ზეწოლის ქვეშ, რომ რუსეთში მუშაობა უკრაინის ომის ფონზე მთლიანად შეწყვიტოს.

შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში სიტყვით მიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Nestle-ს მიერ რუსეთში საქმიანობის გაგრძელების შესახებაც გააკეთა კომენტარი. მიმდინარე თვის დასაწყისში შვეიცარიულმა კომპანიამ რუსეთში არააუცილებელი პროდუქტების გადაზიდვა შეაჩერა. თუმცა, განაგრძობს ბავშვთა საკვების, მარცვლეულისა და შინაური ცხოველების ზოგიერთი საკვების გაყიდვას.

”ჩვენ არ ვიღებთ მოგებას დარჩენილი საქმიანობიდან. ფაქტი, რომ ჩვენ, ისევე როგორც სხვა სასურსათო კომპანიები, მოსახლეობას მნიშვნელოვანი საკვებით ვამარაგებთ, ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ძველებურად ვაგრძელებთ საქმიანობას",- განაცხადა კომპანიის სპიკერმა Nestle-ს საკამათო პოზიციასთან დაკავშირებით.

უკრაინის მთავრობა გამოარჩევს Nestle-ს, როგორც ერთ-ერთ კომპანიას, რომელმაც რუსეთში საქმიანობა სრულად არ შეაჩერა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა გასულ კვირას Twitter-ზე განაცხადა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ შნაიდერი გაგებით არ ეკიდებოდა საკითხს და იმედოვნებდა, რომ ის აზრს მალე შეიცვლიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი