LIVE

უკრაინის პრემიერი Nestle-ს რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდებს

18 მარ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 969
უკრაინის პრემიერი Nestle-ს რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა Nestle-ს აღმასრულებელ დირექტორს მარკ შნაიდერს მოუწოდა, გადახედოს გადაწყვეტილებას რუსეთში მუშაობის გაგრძელების შესახებ.

შმიგალმა თქვა, რომ შნაიდერს რუსეთში დარჩენით გამოწვეულ შედეგებზე ესაუბრა, თუმცა კომპანიის დირექტორმა საკითხი ვერ გაიგო. უკრაინელი მაღალჩინოსანი იმედოვნებს, რომ შვეიცარიული კომპანია კურსს მალე შეცვლის. 

"მივიჩნევთ, რომ მთავრობებთან საუბრები საჯარო არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალური ძალისხმევის გაწევას ქვეყანაში უკრაინელებისთვის საკვების მიწოდებისთვის და ბევრ ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად",- აღნიშნულია რუსეთში მუშაობის გაგრძელების შესახებ Nestle-ს განცხადებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ Nestle-მ შეაჩერა ზოგიერთი პროდუქტის (Nespresso, San Pellegrino) რუსეთში მიწოდება, ის კვლავ ამარაგებს მოსახლეობას ისეთი პროდუქტით, როგორიცაა ბავშვისა და შინაური ცხოველების საკვები.

Nestle-მ გასულ წელს რუსეთიდან $1,8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 2%-ია. მას ქვეყანაში ექვსი ქარხანა და 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

კომპანიები, რომლებიც რუსეთისთვის საკვების და სხვა მნიშვნელოვანი  საქონლის მიწოდებას განაგრძობენ, ამტკიცებენ, რომ ისინი მოქალაქეებს სჭირდებათ, რომ იცოცხლონ. 

სიტუაციას ახლა უკვე ართულებს აქტივების შესაძლო ჩამორთმევის საფრთხე, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები რუსეთს დატოვებენ.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ბაზარი ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი