
SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Twitter-ზე რიცხვი "2029" გამოაქვეყნა, რითაც Space_Hub-ის იმ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ხალხს მარსზე დაშვების თარიღი უნდა გამოეცნო.
2029
მასკის უფრო ადრინდელი განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ Starship წელს ორბიტაზე გავა. მაშინ მას მთვარესა და მარსზე მისიების გასვლის დრო არ დაუსახელებია, მაგრამ სხვა პლანეტების კოლონიზაციის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ მაკჰეილი