LIVE

უკრაინამ შესაძლოა ისრაელთან უვიზო რეჟიმი გააუქმოს - Interfax-Ukraine

16 მარ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 946
უკრაინამ შესაძლოა ისრაელთან უვიზო რეჟიმი გააუქმოს - Interfax-Ukraine

უკრაინის მთავრობა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-Ukraine საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ისრაელის მიერ უკრაინელი მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შესასვლელად ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა იქნება საჭირო. ინფორმაციას უკრაინის საელჩოში ადასტურებენ. 

ნებართვის მისაღებად ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური ელექტრონული ფორმა განთავსდა.

მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელმა განაცხადა, რომ მიიღებს 5000 უკრაინელ ლტოლვილს და ასევე, ქვეყანაში დროებით დარჩენის უფლებას მისცემს 20000 ადამიანს, რომლებიც ისრაელში ომამდე ჩავიდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ არაებრაელი უკრაინელი ლტოლვილებისთვის კვოტა შევსებულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს არ ნიშნავს, რომ ლტოლვილებს შეეძლებათ ლეგალურად იმუშაონ, ბავშვები სკოლაში ატარონ ან ისრაელის ჯანდაცვის სერვისებით ისარგებლონ.