LIVE

დელტაკრონი - რა ვიცით Covid-19-ის ახალი შტამის შესახებ

14 მარ 202221:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1484
დელტაკრონი - რა ვიცით Covid-19-ის ახალი შტამის შესახებ

გასულ კვირას მეცნიერებმა Covid-19-ის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. სამედიცინო ჟურნალ medrxiv-ში გამოქვეყნებულ მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერების კვლევაში საუბარია  "დელტასა" და "ომიკრონის" ჰიბრიდულ ვარიანტზე, რომელსაც პირობითად "დელტამიკრონი"/"დელტაკრონი" უწოდეს. 

10 მარტის მონაცემებით, ვარიანტის მინიმუმ 33 შემთხვევა ევროპასა და აშშ-ში ფიქსირდება. ის აღმოჩენილია საფრანგეთში, დანიასა, გერმანიასა და ნიდერლანდებში. 

შემთხვევების სიმცირის გამო, მეცნიერებს არ შეუძლიათ დაასკვნან არის თუ არა ახალი შტამი უფრო გადამდები ან იწვევს თუ დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას. 

ცნობილია, რომ "დელტამიკრონი" "ომიკრონის" სპაიკ ცილისგან და "დელტას" სხეულისგან შედგება. 

„SARS-CoV-2-ის პანდემიის დროს, ორი ან მეტი ვარიანტი ერთდროულად ცირკულირებს დროის ერთსა და იმავე პერიოდში და ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალში... ამან შექმნა ორი ვარიანტის რეკომბინაციის შესაძლებლობა“,- თქვა კვლევის ავტორმა ფილიპ კოლსონმა. 

კვლევას სამეცნიერო შეფასება ჯერ არ გაუვლია. 

გასულ ოთხშაბათს WHO-ს ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, ექიმმა მარია ვან კერხოვემ თქვა, რომ შემთხვევები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, მაგრამ აღნიშნა, რომ გამოვლენის დონე "ძალიან დაბალია".

ახალ შტამებს "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" აკვირდება და მათ შესაბამის სტატუსს ანიჭებს. ახალი შტამისთვის ორგანიზაციას "საინტერესო" ან "საყურადღებო" სტატუსი არ მიუნიჭებია. 

WHO-ს მიერ „საყურადღებო ვარიანტად’’ (VOC) ამ დრომდე მიჩნეულია ალფა, ბეტა, გამა, დელტა და ომიკრონი.