
ინდოეთი განიხილავს რუსეთის წინადადებას შეღავათიან ფასში ნედლი ნავთობისა და სხვა საქონლის შეძენის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ორ ინდოელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
ინდოეთი, რომლის ნავთობის 80% იმპორტირებულია, მარაგის დაახლოებით 2%-3%-ს რუსეთისგან ყიდულობს, მაგრამ ნავთობის ფასების ზრდასთან ერთად, Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთის მთავრობა ცდილობს ენერგო ხარჯები შეამციროს.
სააგენტოს წყაროს თქმით, ინდოეთი სიამოვნებით მიიღებს ფასდაკლებულ საქონელს.
"რუსეთი გვთავაზობს ნავთობს და სხვა საქონელს დიდი ფასდაკლებით. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ამას. არსებობს გარკვეული საკითხები, როგორიცაა ტანკერი, დაზღვევა და ნავთობის ნარევები, რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებს. როგორც კი შევთანხმდებით, ჩვენ მივიღებთ ფასდაკლების შეთავაზებას",- განაცხადეს ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ვინაობის გამხელა არ სურთ.
ოფიციალურმა პირები არ აკონკრეტებენ რა ოდენობის ნავთობს და რა ფასს სთავაზობს რუსეთი ინდოეთს.
Reuters-ის ინფორმაციით, რუპია-რუბლის ვაჭრობის მექანიზმის შესამუშავებლად მუშაობა გრძელდება.