LIVE

უკრაინა თითქმის 3-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა - WHO

14 მარ 202214:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 713
უკრაინა თითქმის 3-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა - WHO

უკრაინაში ომმა უარყოფითი გავლენა, სავარაუდოდ, 18 მილიონ ადამიანზე იქონია. მათგან 6,7 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. ქვეყანა თითქმის 3-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) ავრცელებს

ორგანიზაციის ინფორმაციით, ომმა სერიოზულად შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები. ბევრი დისტრიბუტორი მუშაობას ვერ ახერხებს. სამხედრო ოპერაციების გამო, ზოგიერთი მარაგი მიუწვდომელია, მედიკამენტების მარაგი იწურება და საავადმყოფოები იბრძვიან ავადმყოფებისა და დაჭრილების მოვლისთვის.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 90 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.