LIVE

ცენტრალური ბანკები ომისგან დაზარალებული ეკონომიკებისთვის პოლიტიკას ადგენენ

13 მარ 202215:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1143
ცენტრალური ბანკები ომისგან დაზარალებული ეკონომიკებისთვის პოლიტიკას ადგენენ

გლობალური ცენტრალური ბანკები მიმდინარე კვირაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეცვლილ სამყაროს კოლექტიურ შეფასებას შესთავაზებენ. რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს ბევრი ეკონომიკისთვის მიწოდების განახლებული შეფერხებები და უეცარი ინფლაციის შოკი გამოიწვია.

G20-ის 8 წევრს შორის მონეტარული თანამდებობის პირების შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მოსალოდნელი ზრდა იქნება ყურადღების ცენტრში.

დანარჩენები წარადგენენ პოლიტიკის კალეიდოსკოპს, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაზე კონფლიქტის განსხვავებულ გავლენას ასახავს. გადაწყვეტილებებს შორის მოსალოდნელია, რომ ინგლისის ბანკი განაკვეთს ასევე გაზრდის, ხოლო იაპონიის ბანკი, სავარაუდოდ, განაგრძობს შემსუბუქების პოლიტიკას.

განცხადებები გასულ კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის მოულოდნელ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც სტიმულის შემცირების პოლიტიკის დაჩქარებას გულისხმობდა. გადაწყვეტილებამ ინვესტორები გაურკვევლობაში დატოვა იმის შესახებ, თუ რა დამატებითი ცვლილებები შეიძლება იყოს მოსალოდნელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პოლ ჯექსონი