LIVE

Tesla უკრაინელ თანამშრომლებს ბრძოლის შემთხვევაში 3 თვის ხელფასს აუნაზღაურებს

12 მარ 202213:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 2096
Tesla უკრაინელ თანამშრომლებს ბრძოლის შემთხვევაში 3 თვის ხელფასს აუნაზღაურებს
Maja Hitij | Getty Images

Tesla-ს უკრაინელი თანამშრომლები, რომლებიც სამშობლოში თავიანთი ქვეყნის დასაცავად დაბრუნდებიან, სულ სამი თვის ანაზღაურებას მიიღებენ. ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ წერილში არ არის დაკონკრეტებული, ვრცელდება თუ არა ეს სარგებელი ჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა ქვეყნებში თანამშრომლებზე. მეილი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მყოფ თანამშრომლებს გაეგზავნათ.

სამ თვეში Tesla გეგმავს ხელახლა შეაფასოს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი თანამშრომლების მდგომარეობა, რათა გადაწყვიტოს, კიდევ რა არის საჭირო. 

ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ის მოწყობილობები უკვე გაუგზავნა. Tesla Energy-ის გუნდმა შეკრიბა და უზრუნველყო ლითიუმ-იონური ბატარეის ენერგიის შესანახი სისტემები, რომლებიც ცნობილია როგორც Tesla Powerwalls, უკრაინაში Starlink-ის აღჭურვილობის ფუნქციონირებისთვის. 

Tesla-ს თანამშრომლებმა გამოიყენეს ინვერტორები და დამტენი კაბელები, რომლებიც შემოწირულია Tesla-ს სერტიფიცირებული ინსტალატორების მიერ Starlink-ისა და Powerwall-ის სისტემების ასაწყობად. მათ ასევე დაამზადეს ცვლადი კაბელები ლითონის ჯართისგან ახალ ქარხანაში Starlink-ის აღჭურვილობისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ Tesla არ მუშაობს უკრაინაში, ქვეყანაში მის დაახლოებით 5000 მფლობელს და სხვა ელექტრომობილების მძღოლებს შეუძლიათ მანქანის უფასო დამუხტვა მის ზოგიერთ სუპერჩარჯერის სადგურზე პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში.