LIVE

Deutsche Bank-ი რუსეთიდან გადის

12 მარ 202212:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 746
Deutsche Bank-ი რუსეთიდან გადის

Deutsche Bank-მა შეცვალა კურსი და უერთდება უოლ სტრიტის ბანკებს, Goldman Sachs Group-სა და JP Morgan-ს და წყვეტს ბიზნესს რუსეთში ქვეყნის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 

“სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ ვართ რუსეთში დარჩენილი ბიზნესის შეწყვეტის პროცესში. რუსეთში ახალი ბიზნესი არ იქნება”, - ნათქვამია ფრანკფურტის ბანკის განცხადებაში. 

Deutsche Bank-ის განცხადება აღმასრულებელი დირექტორის, კრისტიან სევინგისთვის სწრაფი ცვლილებაა. მან ერთი დღის წინ განაცხადა, რომ გერმანელი კრედიტორი არ დატოვებს რუსეთს. 

“ხშირად გვეკითხებიან, რატომ არ ვტოვებთ მთლიანად რუსეთს. პასუხი არის ის, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. გვყავს კლიენტები, რომლებიც ვერ ტოვებენ რუსეთს ღამით და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში”, - წერდა შევინგი თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში.

გადაწყვეტილება არ ეხება ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს რუსეთში, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 1600 ადამიანი. კრედიტორმა ადრე აღნიშნა, რომ ტექნიკური ცენტრი დახურვის საფრთხის წინაშეა და თქვა, რომ სცენარი არ წარმოადგენს ბიზნესის უწყვეტობის საკითხს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ასეთი ობიექტიდან, რომელიც Deutsche Bank-ს აქვს მთელ მსოფლიოში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ არონსი