LIVE

Western Union-ი რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას აჩერებს

10 მარ 202219:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 511
Western Union-ი რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას აჩერებს

Western Union-ი რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ  კომპანია საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს

"გასული კვირების განმავლობაში ჩვენი ჯგუფები მუშაობდნენ უკრაინელი მომხმარებლების, მათ შორის მილიონობით იძულებით გადაადგილებულის დასახმარებლად, შესაძლებლობის ფარგლებში. ეს მოიცავს შემოწირულობებს ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად და ფულის გადარიცხვის უფასო სერვისებს.

ჩვენ ჩართული ვართ ფართო დიალოგში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება რუსეთსა და ბელორუსში ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით.

ჩვენ საფუძვლიანად შევაფასეთ შიდა და გარე მოსაზრებები, მათ შორის რა შედეგები ექნება ამას ჩვენი ძვირფასი თანაგუნდელებისთვის, პარტნიორებისთვის და მომხმარებლებისთვის. საბოლოო ჯამში, უკრაინაზე რუსეთის ხანგრძლივი თავდასხმის ტრაგიკული ზემოქმედების ფონზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ ოპერაციები რუსეთსა და ბელორუსში",- ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათეულობით ქვეყანამ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა. ყოველდღიურად იზრდება დასავლური კომპანიების რიცხვი, რომლებიც რუსეთის ბაზრიდან გადიან.