LIVE

250%-იანი გაძვირების შემდეგ ლონდონის მეტალის ბირჟამ ნიკელზე ვაჭრობა შეაჩერა

08 მარ 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1044
250%-იანი გაძვირების შემდეგ ლონდონის მეტალის ბირჟამ ნიკელზე ვაჭრობა შეაჩერა

ლონდონის მეტალის ბირჟაზე (LME) ერთი ტონა ნიკელის ფასმა $100 000-ს გადააჭარბა. უპრეცედენტო 250%-იანი ზრდის ფონზე, ბირჟამ ნიკელზე ვაჭრობა შეაჩერა.

უჟანგავი ფოლადისა და ელექტრომობილების ბატარეებში გამოყენებული მეტალის ფასი მხოლოდ დღეს 111%-ით $101,365 დოლარამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც გუშინდელი ვაჭრობა 66%-ით ზრდით დაიხურა, ხოლო შანხაიში 15:10 საათისთვის ნიკელის ფასი 74%-ით გაიზარდა და $83,500 შეადგინა. 

საგულისხმოა, რომ ნიკელის ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტონაზე დაახლოებით $11 000-ით გაიზარდა. მხოლოდ ამ კვირაში მან $72,000-ს მიაღწია, რაც ნათლად აჩვენებს ნიკელის გაძვირების მასშტაბს. 

"ეს სიგიჟეა. ეს არ ეფუძნება ინდუსტრიის საფუძვლებს. LME სავაჭრო სისტემა უკონტროლოა და ჩარევას საჭიროებს",- ამბობს Yonggang Resources-ის ვაჭრობის ხელმძღვანელი ჯიან ჰანი. 

გუშინ გვიან, LME-მა ტრეიდერებს ნება დართო გადაედოთ მიწოდების ვალდებულებები ყველა ძირითად კონტრაქტზე ნიკელის ჩათვლით, რაც უჩვეულოა 145 წლის დაწესებულებისთვის.

LME-მ China Construction Bank-ის წარმომადგენლობას ასევე მისცა  დამატებითი დრო ასობით მილიონი დოლარის გადასახდელად. 

უკრაინაში დაგროვებულმა ნიკელის მარაგებმა გამძაფრა შიში საქონლის დიდი დეფიციტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ნიკელის მაღალი ფასები შენარჩუნდება, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ელექტრომობილების ბატარეების ხარჯები. რუსეთი მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის ნიკელის 17%-ს აწარმოებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია