LIVE

ნავთობის ფასი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს

06 მარ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 840
ნავთობის ფასი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს

Vitol-ის მიხედვით, ნავთობის გლობალურ ბაზარზე შესაძლოა სიტუაცია კიდევ გაუარესდეს. რუსული ნაკადები ფერხდება, ხოლო ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა ლიბია, მიწოდების პრობლემებს განიცდიან.

ამან შესაძლოა ფასები კიდევ უფრო გაზარდოს მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ბარელზე ფასის $115-მდე ზრდა მოჰყვა.

ნედლი ნავთობის ფასი პანდემიის შემდეგ, ენერგიაზე გლობალური მოთხოვნის აღდგენის ფონზე, გასულ წელსაც გაიზარდა.

ენერგიის ექსპორტი მოსკოვის მიმართ აშშ-ისა და ევროპის სანქციებში არ შედის. თუმცა, მოვაჭრეები, გადამზიდები, დაზღვევის სექტორი და ბანკები სულ უფრო მეტად არიდებენ თავს რუსული ბარელების შესყიდვების დაფინანსებას.

ქვეყანამ, რომელიც ჩვეულებრივ დაახლოებით 5 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს ყოველდღიურად, გასულ კვირას ურალის კლასის ნავთობი ბაზარს რეკორდული ფასდაკლებით შესთავაზა.

მიუხედავად იმისა, რომ OPEC+-ის კარტელი აქამდე იმპორტიორთა მოწოდებებს წარმოების უფრო სწრაფი ზრდის შესახებ ეწინააღმდეგებოდა, ეს შეიძლება შეიცვალოს, თუ ფასების ზრდა გაგრძელდება.

23 ქვეყნის ჯგუფი, რომელსაც საუდის არაბეთი და რუსეთი ხელმძღვანელობენ, პანდემიის დაწყებისას ისტორიული შემცირების შემდეგ, წარმოებას ეტაპობრივად ზრდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პოლ უალასი