LIVE

გეოპოლიტიკის ექსპერტი მარკო პაპიკი პუტინს 12 თვეს აძლევს

06 მარ 202214:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 9458
გეოპოლიტიკის ექსპერტი მარკო პაპიკი პუტინს 12 თვეს აძლევს

მარკო პაპიკი, Clocktower Group-ის მთავარი სტრატეგი, რომელიც ომის და ბაზრებზე მისი გავლენის განსახილველად What Goes Up პოდკასტს შეუერთდა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრით მის მატერიალურ შეზღუდვდებს უგულებელყოფს.

პაპიკის მიხედვით, როდესაც პოლიტიკური ლიდერის გეგმებს აფასებს, დიდ ყურადღებას არ აქცევს მის სურვილებს. ამის ნაცვლად, ის აკვირდება იმას, რასაც ის „მატერიალურ შეზღუდვებს“ უწოდებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა ფაქტორები შეზღუდავს ლიდერის შესაძლებლობას მიიღოს ის, რაც მას სურს.

პაპიკის თქმით, ამ მატერიალური შეზღუდვების დაიგნორებამ, საბოლოოდ, შეიძლება პუტინის დაცემა გამოიწვიოს.

”პუტინს 12 თვეს ვაძლევ და მე უფრო ნაკლებზე ვდებ ფსონს”, - განაცხადა Geopolitical Alpha: An Investment Framework for Predicting the Future-ის ავტორმა.

რაც შეეხება ომის შედეგებს ეკონომიკასა და ბაზრებზე, პაპიკი ამბობს, რომ აშშ ენერგეტიკული ხარჯების გაზრდის მხრივ უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ევროპა.

"მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, როგორი რეაქცია ექნება მიმდინარე მოვლენებზე ცენტრალური ბანკებს, ობლიგაციებსა და აქციებს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამ სამყაროში საქონელი მომწონს",- დასძინა პაპიკმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვილდანა ჰაჯრიკი