LIVE

ნიურნბერგის პროცესის პროკურორი პუტინის დაკავებას შესაძლებლად მიიჩნევს

05 მარ 202222:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 6778
ნიურნბერგის პროცესის პროკურორი პუტინის დაკავებას შესაძლებლად მიიჩნევს

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ფონზე ვლადიმერ პუტინი შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის დაისაჯოს. ასე ამბობს მართლმსაჯულების ვეტერანი, 101 წლის ბენჯამინ ფერენკი, რომელიც ნიურნბერგის სასამართლო პროცესებზე ნაცისტური გერმანიის ლიდერების წინააღმდეგ პროკურორად მუშაობდა. 

“დანაშაულები, რომლებსაც ახლა რუსეთი სჩადის უკრაინის წინააღმდეგ, კაცობრიობის სირცხვილია. აგრესიისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებისა და მკვლელობებისთვის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ”, - განაცხადა ფერენცმა. 

პუტინი შეიძლება დააპატიმრონ, როგორც ბოსნიელი სერბების ლიდერი რადოვან კარაჯიჩი, რომელიც გენოციდის გამო იყო გასამართლებული. 

“ეს ძალიან რეალისტურია. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, არის მონდომება ამის გასაკეთებლად. მინდა პუტინი გისოსებს მიღმა ვნახო, ეს შესაძლებელია”, - დასძინა ფერენცმა. 

ყოფილი პროკურორის აზრით, დასავლეთის ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ ნიურნბერგის სასამართლო პროცესის საფრთხე რუს სამხედროებს დანაშაულის ჩადენისგან შეაკავებდა, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ეს პრეცედენტი არ ეხება ოკუპანტებს. 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკვე დაიწყო გამოძიება უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების თაობაზე.