
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების მოქმედებების შედეგად უკრაინის სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
“მათ უნდა გაიგონ, რომ თუ გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს და თუ ეს მოხდება, მთლიანად მათ სინდისზე იქნება”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს “დენაციფიკაციის” მიზნით წარმოებულ “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებს. განმარტება პუტინმა დღესაც გააკეთა.
“რა არის დენაციფიკაცია. აქ ჩემს დასავლელ კოლეგებს ველაპარაკებოდი: თქვენც გყავთ რადიკალები. დიახ, ჩვენ გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებაში რადიკალები არ გვყავს”.