LIVE

ბიტკოინი რწმენის საკითხია

24 იან 202113:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 441
ბიტკოინი რწმენის საკითხია
GETTY IMAGES, SHUTTERSTOCK

ბიტკოინი ათ წელზე მეტი ხანია არსებობს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ბიტკოინი. მას უწოდებენ კრიპტოვალუტას, მაგრამ არ პერფორმირებს, როგორც ვალუტა. ბოლო პერიოდში ასევე ტრენდულია მისი "ციფრულ ოქროდ" მოხსენიება - მაგრამ ის არც პროდუქტია. ზოგი სტარტაპს ამსგავსებს, ან კომპანიას, როგორიცაა Facebook ან PayPal. სხვები მას Ponzi სქემას უწოდებენ და თვლიან, რომ დროის საკითხია, სანამ ის მის ნამდვილ ღირებულებამდე დავა ($0).

გარდა ფინანსური მეტაფორებისა, შესაძლოა ბიტკოინის ახსნის საუკეთესო გზა ერთგვარ რელიგიურ მოძრაობასთან შედარება იყოს. ეს ავტომატურად ცუდს არ ნიშნავს - სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, გამართლებულია თუ არა კრიპტო ფანების რწმენა.

დავიწყოთ იმით, რომ ბიტკოინი მისტიკურმა ფიგურამ შეიმუშავა,  სახელად სატოში ნაკამოტომ, რომელიც არავინ იცის ვინ არის. მისი ნამდვილი სახელი უცნობია. გარკვეულ მომენტში, მან საერთოდ შეწყვიტა ინტერნეტში კომუნიაკაცია. ნაკამოტოს არცერთხელ არ გაუყიდია მონეტა,  უბრალოდ შექმნა უდიდესი ღირებულების მქონე რაღაც, თანხის განაღდების გარეშე. პირველი რელიგიური მსგავსება- შემოქმედი თავდაუზოგავი ფიგურაა.

ნაკამოტოს ნაწერები წმინდა ტექსტებია. Bitcointalk.com– ზე განთავსებულია ბიტკოინის თეთრი ქაღალდი და მისი ადრეული პოსტები, სადაც ის სხვა საიფერპანკებთან კომუნიცირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული ფულის შექმნით. ეს ადრეული კორესპოდენტები ბიტკოინის წმინდანები არიან. ერთ-ერთი მათგანი ჰალ ფინია, ბიტკოინის ტრანზაქციის პირველი ცნობილი მიმღები.

ფინი 2014 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ერთ დღეს ის შესაძლოა სიცოცხლეს დაუბრუნდეს. იგი კრიოგენულად გაყინულია შოტლანდიაში, არიზას შტატში, იმ იმედით, რომ ოდესმე გაახალგაზრდავებულ სხეულში გაიღვიძებს. ყველა რელიგია ატარებს მეტაფიზიკურობას და მარადიული ცხოვრების აშკარა დაპირებებს. როგორც ფინ ბრუნტონი აცხადებს თავის წიგნში The Unknown History of the Anarchists, Utopians, and Technologists Who Created Cryptocurrency, ბიტკოინის პრეისტორიას დიდი კვეთა ჰქონდა ექსტროპიულ მოძრაობასთან, რომელსაც ტექნოლოგიის საშუალებით მარადიული სიცოცხლის სწამდა.

ბიტკოინის მსოფლმხედველობას სხვა რელიგიური ნიშნებიც აქვს. არსებობს ეშმაკები - ბანკირები და ცენტრალური ბანკები. ჭეშმარიტი მორწმუნეებისთვის სიმდიდრის აშკარა დაპირებები, რომლებიც HODL-ს ფლობენ (ფლობენ მონეტას გაყიდვის გარეშე) და სასჯელი ურწმუნოთათვის, რომლებიც უარყოფენ გზას. “Have fun staying poor” ბიტკოინის პოპულარული მოჯოა .

არსებობს ბიტკოინის დიეტაც - კარნიზვორიზმი. არის დღესასწაულები, როგორიცაა Bitcoin Pizza Day და Halving, რომელიც ხდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, როდესაც Bitcoin– ის ახალი გაცემის ტემპი ნახევრდება. არსებობს სექტები და სქიზმები. 2017 წელს ჯგუფმა, რომელსაც Bitcoin- ის მასშტაბის განსხვავებული ხედვა ჰქონდა, განშორდა Bitcoin Cash-ს. შემდეგ ამ საზოგადოებაში, კიდევ სხვა ჯგუფი ჩამოყალიბდა და შექმნა Bitcoin SV (Satoshi's Vision).

რა თქმა უნდა, ყველას, ვინც ბიტკოინით არის დაინტერესბეული, ეს ამბები არ აინტერესებს. უმეტესობა უბრალოდ ფულის შოვნას ცდილობს. მაგრამ ჯერჯერობით ბიტკოინის დიდი გამარჯვებულები იყვნენ ის მიმდევრები, რომლებიც არასდროს შეუცვლიათ თავიანთი ვალდებულებები HODL-ის მიმართ. ასე რომ, თუ თქვენს ცხოვრებაში ვიღაცამ  ბიტკოინი იყიდა და არ წყვეტს მასზე საუბარს და სხვების მოქცევის მცდელობებს, ახლა გეცოდინებათ რატომ: მათ ეს რელიგია მიიღეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო ვისენსალი