აშშ-ის უმსხვილესი ბაკნის, JPMorgan-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყნის დოლარის და საერთაშორისო ბაზრის სხვა სახელმწიფო ვალების დაფარვის შანსი მნიშვნელოვნად შეამცირეს.
რუსეთს მიმდინარე თვეში $700 მილიონზე მეტი აქვს გადასახდელი სამთავრობო ობლიგაციებზე. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მას საკმარისი რესურსი აქვს ვალის დასაფარად, აქტივების გაყინვამ და სხვა ზომებმა შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინოს ქვეყნის გადახდის შესაძლებლობებზე.
JPMorgan-ის მიხედვით, პირველი სავარაუდო შეფერხების თარიღი 16 მარტია, როცა რუსეთს ობლიგაციების ორი კუპონის გადახდა აქვს დასასრულებელი. თუმცა, როგორც ქვეყნის სხვა ვალებს, მათაც აქვთ 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი, რაც ფორმალურ დეფოლტს 15 აპრილამდე გადასწევს.
რუსეთის მყარ ვალუტაში დენომინირებული სუვერენული ვალი $40 მილიარდ დოლარზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე თანხაა ქვეყნის მნიშვნელობის ეკონომიკისთვის, ნებისმიერი გამოტოვებული გადახდა ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.
მსხვილმა საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებმა, როგორიცაა S&P Global-ი, Moody's და Fitch-ი, რუსეთის საკრედიტო რეიტინგი მასობრივად შეამცირეს. ქვეყანა საკრედიტო რეიტინგით ნიგერიას და ბოლივიას უტოლდება და სარეიტინგო სააგენტოები მიუთითებენ, რომ სანქციების ფონზე იზრდება ეჭვები რუსეთის მიერ საგარეო ვალის მომსახურების შესაძლებლობასა და სურვილთან დაკავშირებით.
Capital Economics-მა ასევე განაცხადა დეფოლტის მზარდი რისკების შესახებ. კომპანიამ თქვა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო ინვესტორებს დააზარალებს. რუსეთის ცენტრალური ბანკის მიხედვით, უცხოელებს გასული წლის ბოლოს $20 მილიარდის დოლარსა და რუბლში დენომინირებულ რუსეთის სამთავრობო ფასიან ქაღალდებს ფლობდნენ. ამასთან, დეფოლტი მოსკოვის რეპუტაციას საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო დააზარალებს.