LIVE

ალუმინისა და ნიკელის ფასი გაიზარდა

02 მარ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2432
ალუმინისა და ნიკელის ფასი გაიზარდა
Andrey Rudakov/Bloomberg

ალუმინის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა, ნიკელის ფასი კი 11-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. 

დღის ბოლოს ალუმინის ფასმა 2,8%-ით მოიმატა და $3,590 შეადგინა. ნიკელის ფასი კი 4%-ით გაიზარდა.

ალუმინის ვაჭრობის მოცულობა თითქმის ყველა დროის მაქსიმუმს უახლოვდება, რაც უკრაინის ომის გამო, რუსეთის მხრიდან საქონლის მიწოდების შეფერხების საფრთხეს უკავშირდება.

სიტუაციის ესკალაციის ფონზე მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება. აშშ რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გეგმავს, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. მსხვილი კორპორაციები ქვეყანას ტოვებენ, კრედიტორები კი ფინანსურ გარიგებებს წყვეტენ.

ლოჯისტიკურმა კომპანიამ Maersk-ი განაცხადა, რომ ის აჩერებს რუსეთის მიმართულებით გემების დაჯავშნას, რაც მიწოდების არსებულ პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ამ დროისთვის Maersk-ი Rusal-ისთვის რამდენიმე გადაზიდვას ახორციელებს.

Rusal-ის, რუსეთის ალუმინის უმსხვილესი მწარმოებლის აქციების ფასი დღეს ჰონგ-კონგში ვაჭრობაში 29%-ით შემცირდა, რაც 2018 წლის აპრილში აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ყველაზე დიდი შემცირებაა.

Rusal-ზე დამატებითი ზეწოლის მიზეზი გახდა Glencore -ის განცხადება, რომ მან შესაძლოა მიიღოს ზომები Rusal-ის მაკონტროლებელ აქციონერ კომპანია En+ Group International-ში მის წილთან დაკავშირებით. ტრეიდერის განცხადებით, აპირებს გადახედოს მის წილებს რუსეთის ორ უმსხვილეს კომპანიაში, ისევე როგორც ქვეყნის ფართო სავაჭრო ოპერაციებს. კომპანია En+-ის 10.55%-იან წილს, ხოლო ნავთობის რუსულ კომპანია Rosneft-ში 1%-ზე ნაკლებს ფლობს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია