LIVE

სანქციების ფონზე რუსი ოლიგარქების იახტები მალდივებისკენ მიემართებიან

02 მარ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2365
სანქციების ფონზე რუსი ოლიგარქების იახტები მალდივებისკენ მიემართებიან

რუსი მაგნატების კუთვნილი სუპერიახტების მზარდი რაოდენობა ინდოეთის ოკეანისკენ გაემართა და მალდივებისა და სეიშელის კუნძულების ირგვლივ მოგზაურობენ. ეს მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მათ სამშობლოს სანქციები დაუწესდა.

Bloomberg News-ის ანალიზის მიხედვით, მალდივებზე ოთხი ძვირადღირებული იახტა რუსეთის საკუთრებაშია. SuperyachtFan.com-ის მიხედვით, ყველაზე დიდი, 459 ფუტიანი Ocean Victory, ფოლადის მაგნატს ვიქტორ რაშნიკოვს ეკუთვნის. მეორე, 238 ფუტიანი Clio, ალუმინის მაგნატ ოლეგ დერიპასკასთან არის დაკავშირებული.

მონაცემები აჩვენებს, რომ 465 ფუტი სიგრძის Nord-ი, რომელიც ალექსეი მორდაშოვს, კიდევ ერთ ფოლადის მილიარდერს ეკუთვნის, მალდივებიდან გამომგზავრების შემდეგ სეიშელის კუნძულებზეა. რუსი ბანკირის ანდრეი კოსტინის Sea Rhapsody კი 18 თებერვალს თურქეთიდან გამგზავრების შემდეგ კუნძულების ჯაჭვისკენ მიემართება.

რუსმა მილიარდერებმა კუნძულებისკენ გადაადგილება მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-მა მიანიშნა, რომ რუს ბიზნეს ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური კამპანიის ფარგლებში მიზანში ამოიღებს. სამშაბათს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსვლაში განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მდიდარი, პოლიტიკურად დაკავშირებული რუსების იახტების, ძვირადღირებული აპარტამენტებისა და კერძო თვითმფრინავების ჩამოსართმევად ემზადებიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კევინ ვარლი