LIVE

უკრაინელმა მექანიკოსმა რუსი მაგნატის სუპერიახტის ჩაძირვა სცადა

02 მარ 202222:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1286
უკრაინელმა მექანიკოსმა რუსი მაგნატის სუპერიახტის ჩაძირვა სცადა

უკრაინელი მექანიკოსი ამბობს, რომ რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოს ნახვის შემდეგ, ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე რუსი მაგნატის სუპერიახტის ჩაძირვა სცადა.  

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტარას ოსტაპჩუკს ადგილობრივ სასამართლო გემის ძრავის ოთახში სარქველების გახსნაში ადანაშაულებს. იახტა, სახელად "ლედი ანასტასია", რუსული იარაღის ექსპორტიორის, Rosoboronexport-ის აღმასრულებელ დირექტორს ალექსანდრე მიხეევს ეკუთვნის.

"ეს იყო კიევში შენობაზე ვერტმფრენის თავდასხმის ვიდეო, რუსები უდანაშაულოებს კლავენ. არ ვნანობ რაც გავაკეთე და რომ შემეძლოს, იმავეს გავიმეორებდი",- თქვა ოსტაპჩუკმა, რომელიც იახტაზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ტარას ოსტაპჩუკი გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლეს. მექანიკოსის განცხადებით, ის პოლონეთში ჩაფრინდება და რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინაში გაემგზავრება.

"ლედი ანასტასიას" ფასი $7,2 მილიონია და ის ბაზარზე აპრილიდან იყიდება.

რუსული ელიტის საკუთრებაში მყოფი იახტები და კერძო თვითმფრინავები მთელ მსოფლიოშია მიმობნეული, თუმცა დასავლეთის სანქციები მათ გადაადგილებას ზღუდავს. 

საკურორტო ქალაქ ბალეარის კუნძულებზე "ლედი ანასტასია" არ არის ერთადერთი იახტა, რომელსაც რუსი მფლობელი ჰყავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მალიორკაზეა გაჩერებული ვიკტორ ვეკსელბერგის იახტა "ტანგოც". 

ვეკსელბერგი საინვესტიციო ჯგუფ Renova-ს თავმჯდომარეა, რომელიც ფლობს წილს რუსეთის უმსხვილეს ალუმინის მწარმოებელ კომპანიაში Rusal. ის რუსეთის მეშვიდე უმდიდრესი ადამიანია. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ვეკსელბერგი $16,9 მილიარდიან ქონებას ფლობს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯილ შაჰი