
ევროკავშირი ფინანსური შეტყობინებების სისტემიდან (SWIFT) შვიდი რუსული ბანკის გათიშვას განიხილავს. ესენია: VTB Bank-ი, Bank Rossiya, Bank Otkritie, Novikombank-ი, Promsvyazbank-ი, Sovcombank-ი და VEB.RF.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკი ცდილობს სია პარტნიორებთან შეათანხმოს. დისკუსიების შედეგად, შესაძლოა, საბოლოო ვერსია არსებულისგან განსხვავებული იყოს.
ჩამონათვალში არ შედის Sberbank-ი და Gazprombank-ი, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს საზოგადოების შეშფოთებას რუსეთის ფინანსურ იზოლაციასთან მიმართებით. Sberbank-ს აქვს ორჯერ მეტი აქტივი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბანკს რუსეთში.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვაზე ევროკავშირის წევრებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.
ბანკთაშორის გლობალური ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება (SWIFT) ერთგვარი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს შეტყობინებების უსაფრთხო გაცვლას 200 ქვეყნის 11,000-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტსა თუ კომპანიას შორის. SWIFT-დან რუსული ბანკების გათიშვა ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი ზომად მიიჩნევა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკოს ქრისოლორასი, ჯონ ფოლენი და ალბერტო ნარდელი