LIVE

ლარი გაუფასურდა - 1 დოლარი 3.22 ლარი ღირს

01 მარ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 904
ლარი გაუფასურდა - 1 დოლარი 3.22 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.2244 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2054 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.90 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6039 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5859 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.80 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.