
ბერნი სანდერსი მიმებით მოპოვებულ პოპულარობის კომერციალიზებას ცდილობს. ვერმონტელი სენატორის გუნდმა თბილი ნაქსოვი სვიტერი შექმნა, რომელზეც სენატორის ვირუსულად გავრცელებული ფოტოა დატანილი. სვიტერები $45 დოლარი ღირს და თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
ინაუგურაციის დღეს ფოტო, სადაც ბერნი სანდერსი პრაქტიკული ჩაცმულობით და ნაქსოვი ხელთათმანებით არის წარმოდგენილი, ვურუსულად გავრცელდა. სურათი ინტერნეტმა აიტაცა და უამრავი მიმი შეიქმნა, სადაც სანდერსი ინაუგურაციის ნაცვლად სხვა ლოკაციებზე, ხელოვნების ნიმუშებზე და ცნობილ პოპკულტურის მომენტებში არის ჩასმული.
სანდერსის მიმი იმ ბრენდებსაც დაეხმარა, რომელიც მას ფოტოში აცვია. Burton Snowboards-ის ქურთუკი, რომელიც სანდერსს ვირუსულ მიმებში მოსავს, საიტიდან მთლიანად გაიყიდა. დემოკრატი სენატორის ნაქსოვი ხელთათმანები, რომელიც მას ვერმონტელმა მასწავლებელმა აჩუქა, ასევე მთლიანად გაყიდულია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია