
უკრაინის მთავრობამ კრიპტოვალუტის შემოწირულებების სახით $10 მილიონზე მეტი შეაგროვა. უჩვეულო სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მეთოდს ქვეყანამ რუსეთის სასტიკი შეჭრის გადალახვაში დასახმარებლად მიმართა.
Elliptic-ის თანახმად, უკრაინის მთავრობისთვის და სამხედროების მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კრიპტო შემოწირულებების ჯამური თანხა ამჟამად $16,7 მილიონს შეადგენს.
შაბათს უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნდა მისამართები ორი კრიპტო საფულისთვის, ერთი იღებდა მხოლოდ ბიტკოინს, მეორე კი ეთერიუმს და Tether-ს, მონეტას, რომელიც აშშ დოლარის ღირებულებას მიჰყვება.
უკრაინის მთავრობისთვის შემოწირული თანხიდან დაახლოებით $1,86 მილიონი NFT-ის გაყიდვით შევიდა, რომელიც Elliptic-ის თქმით, თავდაპირველად WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟისთვის სახსრების მოსაზიდად იყო გამიზნული.
NFT არის უნიკალური ციფრული აქტივი, რომელიც შექმნილია ვირტუალური ნივთების საკუთრების დასადგენად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები ან ვიდეო თამაშების პერსონაჟები.