LIVE

SocGen-მა და Credit Suisse-მა რუსული სასაქონლო ვაჭრობის დაფინანსება შეაჩერეს

27 თებ 202222:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 734
SocGen-მა და Credit Suisse-მა რუსული სასაქონლო ვაჭრობის დაფინანსება შეაჩერეს

Societe Generale-მა და Credit Suisse-მა რუსეთიდან საქონელზე ვაჭრობის დაფინანსება შეაჩერეს. გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების გარშემო გაჩენილ შიშებს უკავშირდება.

ორი ბანკი, რომლებიც სასაქონლო სავაჭრო სახლების მთავარი დამფინანსებლები არიან, აღარ დააფინანსებენ ნედლეულის, როგორიცაა მეტალები და ნავთობი, რუსეთიდან გატანას. ბანკები ღელავენ, რომ მომავალი სანქციები შესაძლოა მოიცავდეს ენერგეტიკის სექტორს ან SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის სრულ გაძევებას.

ING-მა და Rabobank-მა ასევე შეზღუდეს რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებული გარიგებები.

შეგახსენებთ, დასავლური ქვეყნები რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის შემდგომი იზოლაციისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც თავდაპირველმა ზომებმა ვერ დაარწმუნა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინიდან ჯარები გაეყვანა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ისის ალმეიდა