LIVE

რუსეთს შესაძლოა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა შეუჩერონ

27 თებ 202215:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 1158
რუსეთს შესაძლოა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა შეუჩერონ

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეხმაურება და ორგანიზაციის წევრებს ქვეყნისთვის ორგანიზაციის წევრობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

"რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ადამიანთა წამებას იწვევს და საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.

ეს ქმედებები ეწინააღმდეგება UNWTO-ს ფუნდამენტურ მიზნებს. ჩემი, როგორც გენერალური მდივნის მოვალეობაა მოვუწოდო ყველა წევრ ქვეყანას, განიხილონ რუსეთის ფედერაციის წევრობის შეჩერება, UNWTO-ს წესდების შესაბამისად",- აცხადებს პოლოლიკაშვილი.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული ორგანოა, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში და 159 წევრ ქვეყანას აერთიანებს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად მეორე ვადით გასულ წელს აირჩიეს.