LIVE

ჩინეთი რუსეთს ემიჯნება და საზღვაო ნედლი ნავთობის ყიდვას აჩერებს

26 თებ 202220:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 1246
ჩინეთი რუსეთს ემიჯნება და საზღვაო ნედლი ნავთობის ყიდვას აჩერებს

ნედლი ნავთობის იმპორტიორები ჩინეთში, რუსული ნავთობის მსოფლიოში ყველაზე დიდი შემსყიდველები, აჩერებენ შესყიდვებს, რადგან აფასებენ გადამამუშავებელი მარაგების პოტენციურ გავლენას უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 

რუსული ნავთობის რეგულარულმა მყიდველებმა, რომლებიც შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან იტვირთებიან, განაცხადეს, რომ თავს შეიკავებენ შესყიდვისგან, სანამ არ იქნება ნათელი ტვირთის დაფინანსებისა და გადახდების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, შავი ზღვიდან სატვირთო ხარჯები სამჯერ გაიზარდა, რადგან გადამზიდავები თავს არიდებენ რეგიონს უსაფრთხოების რისკების გამო. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენერგიის ექსპორტი დაცული იყო სანქციებისგან, ზოგიერთმა ევროპულმა ბანკმა, როგორიცაა ING-ი და Rabobank-ი, დაიწყეს შეზღუდვების დაწესება სასაქონლო ვაჭრობის დაფინანსებაზე. სხვა კრედიტორები ასევე ამცირებენ პოზიციებს რუსული ტვირთების მიმართ. 

მიმდინარე თვის დასაწყისში, ჩინეთი აქტიურად ყიდულობდა რუსულ ნედლეულს. ისინი ასევე იღებდნენ ტვირთებს ურალიდან, რომელიც შავ ზღვაში იტვირთება.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მასშტაბი ცხადი გახდა, ჩინეთი რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ განაცხადა, რომ “აუცილებელია” ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, რათა არ მოხდეს “კონფლიქტის კონტროლიდან გასვლა”. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და “მცირე და საშუალო ზომის ქვეყნების” ინტერესებს. 

“ჩინეთი ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა საერთაშორისო ვალდებულებებს და კონსტრუქციულ როლს თამაშობდა მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვაში”, - განაცხადა ვანგმა. 

ომის დაწყებამდე ჩინეთი მხარს უჭერდა რუსეთს. სი ძინპინი აცხადებდა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობას საზღვრები არ ჰქონდა. ჩინეთმა ასევე გაიზიარა პუტინის შეშფოთება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერისგან, რომელიც გმობს უკრაინაში შეჭრას. 

თუმცა, ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის განცხადებები მიუთითებს მზარდ დისკომფორტზე, განსაკუთრებით დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებში მძიმე ბრძოლების შესახებ ცნობების გამო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დენიელ ტენ კეიტი