LIVE

რუსეთ-უკრაინის ომი სურსათს კიდევ უფრო გააძვირებს

25 თებ 202215:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 1223
რუსეთ-უკრაინის ომი სურსათს კიდევ უფრო გააძვირებს

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მსოფლიოს მარცვლეულის გადაზიდვებს საფრთხე ექმნება. სურსათზე გაზრდილი ფასები უკვე აწუხებთ მომხმარებლებს გლობალურად. კონფლიქტის ფონზე შესაძლოა, ინფლაცია კიდევ უფრო დაჩქარდეს.

რუსეთს და უკრაინას ხორბლის გლობალური ვაჭრობის მეოთხედი, ხოლო სიმინდის გაყიდვების მეხუთედი უკავიათ. უკრაინაში პორტებისა და რკინიგზის დახურვამ უკვე გამოიწვია ერის სასაქონლო ექსპორტის ქაოსურ მდგომარეობაში აღმოჩენა.

თუ გლობალური ვაჭრობა შეფერხდება, ხარჯები ფერმერებისთვის გლობალურად გაიზრდება, რაც, საბოლოო ჯამში, საკვების კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს.

მიმდინარე კვირაში ხორბლის, სიმინდის და სოიას ფასები უკვე გაიზარდა. Rabobank-ის ანალიტიკოსების აზრით, ომი, რომელიც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს შეაჩერებს, სავარაუდოდ, ხორბლის ფასებს კიდევ 30%-ით, ხოლო სიმინდის ფასს 20%-ით გაზრდის.

პარალელურად, ტვირთების ტარიფები იზრდება, რადგან ნედლი ნავთობის მყიდველებს უჭირთ გემების პოვნა, რომლებიც კონფლიქტის ფონზე რუსეთის პორტებში შევლენ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს შეზღუდვები ენერგეტიკული გადახდების შემცირებას მოიცავს, ზოგიერთი ევროპელი კრედიტორი ამცირებს უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობას, რაც საფრთხეს უქმნის ვაჭრობისთვის აუცილებელ საკრედიტო ხაზებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუნილ ჯაგტიანი