
უკრაინაზე სამხედრო თავდასხმების ფონზე რუსული ბაზრები დაეცა. ინვესტორები დასავლეთიდან უმკაცრეს სანქციებს ელოდებიან, რამაც საფონდო ბირჟიდან $250 მილიარდი გააქრო.
რუსული გაზის გიგანტის Gazprom-ის აქციების ფასი ერთ დღეში 54.32%-ით შემცირდა. Lukoil-ის დღიურმა ზარალმა 47.28% შეადგინა, Yandex-მა 13.65% დაკარგა, Rosneft-მა 58.58%, ხოლო Novatek-მა 48.09%.
უკრაინაზე განხორციელებულმა სამხედრო თავდასხმამ გლობალურ ბაზრები მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსულმა აქტივებმა მთავარი დარტყმა მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დემილიტარიზაციის ბრძანება გასცა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნეტი იდაიუ ისმაილი