LIVE

ინგლისში ყველა კოვიდ-რეგულაცია უქმდება

21 თებ 202221:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 987
ინგლისში ყველა კოვიდ-რეგულაცია უქმდება

ბორის ჯონსონი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც ყველა კოვიდ-რეგულაციას აუქმებს. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა "მთავრობის შეზღუდვებიდან მოქალაქეების პირად პასუხისმგებლობაზე გადადის". 

ჯონსონმა დაადასტურა, რომ ხუთშაბათიდან ინგლისში კოვიდინფიცირებულებს თვითიზოლაცია აღარ მოეთხოვებათ. თუმცა მთავრობა მათ მაინც ურჩევთ სახლში დარჩენას.

ჯონსონის თქმით, 1 აპრილიდან დასრულდება კორონავირუსის უნივერსალური უფასო ტესტირება.

გაუქმებულ რეგულაციებს შორისაა შიდა სივრცეში პირბადეების ტარების მოთხოვნა.

გაუქმებული რეგულაციების მიუხედავად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პანდემია არ დასრულებულა და მდგომარეობა შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს. 

გაერთიანებული სამეფო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოსახლეობის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო. Bloomberg-ის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 73% სრულად აცრილია, 56%-ს კი გაკეთებული აქვს "ბუსტერ" დოზა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია