LIVE

გერმანიამ პანდემიის დროს სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად €42 მილიარდი დახარჯა

21 თებ 202215:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 849
გერმანიამ პანდემიის დროს სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად €42 მილიარდი დახარჯა

გერმანიამ დაახლოებით 42 მილიარდი დოლარი დახარჯა პროგრამაზე, რომლის მიზანი კორონავირუსული პანდემიისგან სამუშაო ადგილების დაცვაა.

გერმანიის შრომის მინისტრის, ჰებერტუს ჰეილის თქმით, სამთავრობო პროგრამა, რომელიც ლოკდაუნის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების ხელფასებს იხდიდა ხარჯს ამართლებს.

"ალტერნატივა, რაც მასობრივი დაუსაქმებლობის დაბრუნებას გულისხმობდა, გერმანიას ბევრად ძვირი დაუჯდებოდა, როგორც სოციალურად, ისე ეკონომიკურად",- განაცხადა ჰეილმა.

პროგრამა ერთ-ერთია იმ ღონისძიებებიდან, რომელიც მთავრობამ ეკონომიკის კრიზისისგან დასაცავად განახორციელა. პანდემიის დასაწყისიდან გერმანიამ 78 მილიარდი ევრო ბიზნესებს გადაუხადა დახმარების სახით, ხოლო 55.2 მილიარდი სესხების სახით გასცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის რეიტერ