LIVE

iPhone-ის განბლოკვას Face ID-ით ნიღბის ტარების დროსაც შეძლებთ

18 თებ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 496
iPhone-ის განბლოკვას Face ID-ით ნიღბის ტარების დროსაც შეძლებთ

Apple-ის შემდეგი პროგრამული განახლებით შეძლებთ ტელეფონის განბლოკვას ნიღბის მოხსნის გარეშე. 

განახლებული Face ID ფუნქცია იმუშავებს iPhone-სა და iPad-ზე და სავარაუდოდ შედის iOS 15.4-ში, რომელიც მარტის პირველ ნახევარში გამოვა.

მოსალოდნელია, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დებიუტი იქნება უნივერსალური კონტროლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენოთ ერთი კლავიატურა და ტრეკპადი რამდენიმე iPad-სა და Mac-ში. 

Apple-ის 3D სახის ამოცნობის სისტემა ჯერ კიდევ 2017 წელს ამოქმედდა, როგორც ახალი iPhone X-ის მახასიათებელი, მაგრამ Covid პანდემიის დაწყების შემდეგ, ადამიანებს მობილურის განბლოკვისთვის ნიღბების მოხსნა უხდებოდათ. მომხმარებელთა ნაწილისთვის დისკომფორტი მოიხსნა გასულ წელს, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ Apple Watch-ის მომხმარებლებს საშუალება მისცა, წვდომა ჰქონოდათ ტელეფონებზე ნიღბის ან სათვალეების ტარების დროსაც კი. 

გარდა ამისა, Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი დაბალფასიანი iPhone-ისა და განახლებული iPad-ის პრეზენტაცია მარტის დასაწყისში გაიმართება.

სავარაუდოდ, წლის ბოლოს მოხდება ახალი პროდუქტების გამოშვებაც, მათ შორის iMac და Mac Pro დესკტოპები, განახლებული MacBook Air,  MacBook Pro, Apple Watch, iPhone 14 და ახალი AirPods.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯორჯინა მაკკეი