LIVE

მალაიზია ინფიცირების სტატისტიკის გამოქვეყნების წესს ცვლის

17 თებ 202220:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 847
მალაიზია ინფიცირების სტატისტიკის გამოქვეყნების წესს ცვლის

მალაიზია ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური სტატისტიკის გამოქვეყნების წესს ცვლის. შესაბამისი მონაცემები ყოველ შუადღეს ცალკე აღარ გამოქვეყნდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში Covid-19-ის ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევები იმატებს. გუშინ მალაიზიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 27,831 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ინფიცირების შესახებ მონაცემები საავადმყოფოების და ინტენსიური თერაპიების გადატვირთულობის მაჩვენებლებთან ერთად გამოქვეყნდება. მალაიზიის მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიზეზად, სტატისტიკის მიმართ "შიშის ფაქტორის" მოხსნას ასახელებს.

"ჩვენ უნდა შევხედოთ მას სხვა მაჩვენებლებთან ერთად, რათა მივიღოთ რეალური სიტუაციის უფრო მკაფიო სურათი",- თქვა მალაიზიის ჯანდაცვის მინისტრმა, ხაირი ჯამალუდინმა. 

ახალი წესი ძალაში ხვალიდან შევა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იანტულტრა ნგუი