LIVE

ჰონგ-კონგი 7,5 მილიონი მოქალაქის ტესტირებას გეგმავს

17 თებ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 653
ჰონგ-კონგი 7,5 მილიონი მოქალაქის ტესტირებას გეგმავს
Bertha Wang/Bloomberg

Covid-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ჰონგ-კონგი ყველა მაცხოვრებლის ტესტირებას აპირებს.

ფინანსურ ცენტრს მიზნის მიღწევაში სამედიცინო პერსონალით ჩინეთი დაეხმარება. ასევე, იგეგმება სამთავრობო მანქანების ტესტირების პუნქტებად გადაკეთება. ოფიციალური პირები მსჯელობენ, გახადონ თუ არა მასობრივი ტესტირება სავალდებულო. პირებს, რომლებიც ტესტირებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა $1280-ით დაჯარიმდნენ.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოუწოდა ქალაქს, სადაც დაახლოებით 7,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მიიღოს “ყველა საჭირო ზომა” Covid-ის შესაკავებლად, რადგან აფეთქება ძირს უთხრის ჩინეთის ნულოვანი მიდგომის შენარჩუნებას. 

კონტინენტზე ეპიდემიები წარმატებით შეაკავეს ხშირი და მასიური ტესტირების გზით, მაგრამ ჩინეთს არასოდეს გამოუყენებია ეს სტრატეგია ამ მასშტაბის ეპიდემიებისთვის. ასევე გაურკვეველია, სად განთავსდებიან ინფიცირებული მოქალაქეები მასობრივი ტესტირების შემთხვევაში.

Covid დადებითი პირების იზოლირების მოთხოვნა ქალაქის სამედიცინო სისტემას ამძიმებს. ქალაქის ხელისუფლებამ სთხოვა უძრავი ქონების დეველოპერებს, ათასობით სასტუმროს ნომერი ინფიცირებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.

“გავრცელების ამჟამინდელი ტემპით, მარტის დასაწყისში შეიძლება გვქონდეს ათიათასობით ახალი შემთხვევა ყოველდღიურად და ვიცით, რომ ყველა შემთხვევა არ არის დადასტურებული, ამიტომ მასობრივი ტესტირებისას დაფიქსირებული ინფექციების რაოდენობა შეიძლება ძალიან დიდი იყოს. მასობრივი ტესტირების ჩატარება აპრილში ან მაისში, როდესაც მეხუთე ტალღა ჩაცხრება, შესაძლოა დაეხმაროს ქალაქს, დაუბრუნდეს ნულოვანი Covid-ის პოლიტიკას”,- განაცხადა ბენჯამინ ქოულინგმა, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის კათედრის პროფესორმა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 17 თებერვალს დაახლოებით 5,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდება, ოთხშაბათს კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 4285-ს მიაღწია. გარდაიცვალა 10 პაციენტი, მათ შორის სამი წლის გოგონა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩი იუი სიუ და იან მარლოუ