LIVE

Red Bull-ის Formula 1-ის გუნდის სპონსორი კრიპტოვალუტა ხდება

20 თებ 202218:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1078
Red Bull-ის Formula 1-ის გუნდის სპონსორი კრიპტოვალუტა ხდება

Red Bull-ის Formula 1-ის გუნდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც აღწერილია, როგორც სპორტში ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტის სპონსორობის გარიგება.

Bybit-თან გარიგების ღირებულება $100 მილიონს აჭარბებს.

Red Bull-ის თქმით, Bybit-ი გუნდთან ერთად იმუშავებს "კრიპტოწიგნიერებაზე" ციფრული ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზით.

კრიპტოვალუტის არარეგულირებადი ბირჟა უკვე 4 წელია ბაზარზეა. ცნობისთვის, კრიპტოს ფასი მიდრეკილია მაღალი ცვალებადობისკენ, რაც ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია