
IRA Financial Trust-დან, რომელიც თვითმართვად საპენსიო ანგარიშებს სთავაზობს მომხმარებელს, ჰაკერული შეტევის შემდეგ $36 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა გაქრა.
დაუდგენელმა ჰაკერებმა IRA Financial Trust-ის მომხმარებლების ანგარიშებიდან $21 მილიონის ბიტკოინი და $15 მილიონის ეთერიუმი მოიპარეს.
ჰაკერული შეტევის შემდეგ, ბლოკჩეინის ანალიზის ფირმა Chainalysis-მა განაცხადა, რომ $36 მილიონის მოპარულ კრიპტოვალუტას თვალს ადევნებს. ფირმის განცხადებით, კრიპტოვალუტა ე.წ „მიქსერის“ სერვისის მეშვეობით თეთრდება, რომელიც Tornado-ს სახელითაა ცნობილი.
IRA ნებას რთავს საკუთარ მომხმარებლებს კრიპტო გაცვლის ფირმის, Gemini Trust-ის საშუალებით შეიძინონ კრიპტოვალუტა. ჯერჯერობით უცნობია ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ანგარიშებიდან გამქრალი კრიპტოვალუტის გამო. IRA აცხადებს, რომ კომპანია უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმებს იძიებს, რომელიც Gemini-ის მხრიდან შეთავაზებული ან ხელმისაწვდომი არ ყოფილა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილიამ ტარტონი