
ბიტკოინი $44,000-იან ნიშნულს ისევ გადასცდა. ფასის ზრდა უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის განმუხტვის მიმართ ოპტიმიზმის ფონზე, ინვესტორების მხრიდან სარისკო აქტივების მიმართ განახლებულ მადას უკავშირდება.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი 5.2%-ით $44,449-მდე გაიზარდა. გაიზარდა სხვა ციფრული მონეტების ფასებიც. ეთერიუმი გაძვირდა 7%-ით, ხოლო Solana 9%-ით.
რუსეთის განცხადების შემდეგ, რომ ჯარისკაცების ნაწილი წვრთნების დასრულების შემდეგ რეგულარულ ბაზებზე ბრუნდება, ზრდა დააფიქსირეს აშშ-სა და ევროპის სააქციო ბაზრებმა.
უკრაინის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებული ბაზრის შფოთვების ფონზე ბიტკოინის ფასი პარასკევს 3%-მდე შემცირდა. ციფრული აქტივების მომხრეები ხშირად ამტკიცებენ, რომ ციფრულ ვალუტას უფრო ფართო ბაზრებთან კავშირი არ აქვს, თუმცა აქტივების კლასი ტექნოლოგიური აქციების მოძრაობების გამეორებას განაგრძობს. Nasdaq 100-ის ფიუჩერსებსა და ბიტკოინს შორის კორელაციის კოეფიციენტი ამჟამად 0.4-ს, პარალელური სვლების კოეფიციენტი კი 1-ს შეადგენს
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აკაილა გარდნერი