LIVE

მასკმა Tesla-ს $6 მილიარდის აქციები ქველმოქმედებას შესწირა

15 თებ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1080
მასკმა Tesla-ს $6 მილიარდის აქციები ქველმოქმედებას შესწირა

ილონ მასკის განცხადებით, ნოემბერში მან $6 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციები ქველმოქმედებას შესწირა.

SEC (Securities and Exchange Commission)-ის დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ელექტრო ავტომობილების მწარმოებლის 5 მილიონზე მეტი აქცია 19 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე გაიღო. საჩუქარი დაახლოებით $5,7 მილიარდის ღირებულებისაა, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დონაციად აქცევს. მიმღები საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელი დოკუმენტში მითითებული არ არის.

შემოწირულება ემთხვევა პერიოდს, როცა მასკი პოლიტიკოსებთან დაპირისპირებაში იყო ჩართული უთანასწორობისა და პოტენციური სიმდიდრის გადასახადის გამო. მასკთან დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს შორის იყვნენ ბერნი სანდერსი და ელიზაბეტ უორენი.

აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო საჩუქარი ხელს შეუწყობს მასკის თქმით, აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი გადასახადის შემცირებას. Bloomberg-მა დეკემბერში გამოთვალა, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს შესაძლოა შიდა შემოსავლების სამსახურის $10 მილიარდზე მეტი ემართოს, რაც 2021 წელს მის მიერ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ოფციების გამოყენებით იქნება გამოწვეული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოფი ალექსანდერი