LIVE

რუსეთის ცენტრალური ბანკი და მთავრობა ერთმანეთს კრიპტოს გამო უპირისპირდებიან

15 თებ 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 970
რუსეთის ცენტრალური ბანკი და მთავრობა ერთმანეთს კრიპტოს გამო უპირისპირდებიან

რუსეთის მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კრიპტოვალუტების ნაწილობრივ დაშვებას ცდილობს. პარალელურად, ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტები შესაძლოა უკანონო საქმიანობისთვის იყოს გამოყენებული.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა წერილში, რომელიც 2 თებერვალს პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინს მისწერა, აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია ამჟამად ნაცრისფერ ეკონომიკაში მიმდინარე ოპერაციებს აღმოფხვრის და მთავრობას ინდუსტრიის კონტროლში დაეხმარება.

მოგვიანებით მთავრობამ გამოაქვეყნა მონახაზი, თუ როგორ უნდა მოხდეს ბაზრის რეგულირება, რაც ინდუსტრიის ჩრდილიდან გამოსაყვანად შიდა ვაჭრობას დაუშვებს.

თუმცა, გეგმას ცენტრალური ბანკის მხრიდან წინააღმდეგობა ემუქრება. ბანკი ამბობს, რომ კრიპტო პირამიდული სქემის ნიშნებს ატარებს და შეიძლება არალეგალური ფინანსური ტრანზაქციებისთვის იქნას გამოიყენებული. მარეგულირებელი რეკომენდაციას უწევს კრიპტოს მოპოვებისა და გამოყენების აკრძალვას.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურ პირებს კომპრომისისკენ იანვარში მოუწოდა.

სილუანოვის მიხედვით, ვაჭრობის დაშვება რუსეთში უცხოელი ინვესტორების შედინებას გამოიწვევს, რადგან ისინი ეცდებიან რუსეთში მოპოვებული კრიპტოვალუტა შეიძინონ. მინისტრი წერს, რომ  მარეგულირებელი ბაზის ან მკაფიო საგადასახადო წესების არარსებობა ნიშნავს, რომ ბიზნესი საზღვარგარეთ იწარმოება.

აღსანიშნავია, რომ Cambridge University-ის მონაცემებით, რუსეთი გასულ წელს მსოფლიოში სიდიდით მესამე ქვეყანა გახდა კრიპტო მაინინგის მიმართულებით. ის ამჟამად მხოლოდ აშშ-სა და ყაზახეთს ჩამორჩება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევგენია პისმენაია