
კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციამ მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩოს თანახმად, “შეიქმნა ევაკუაციის კომისია - კიევის საქალაქო ადმინისტრაციის დონეზე და თითოეულ რაიონში. დამტკიცებულია მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. ის განსაზღვრავს ევაკუაციის პუნქტების ადგილებს, საჭირო ტრანსპორტის რაოდენობასა და უსაფრთხო ტერიტორიებს”.
კიევის საქალაქო სამსახურები საგანგებო სიტუაციების პრევენციის პირობებში მუშაობენ.
“კიევში სამოქალაქო დაცვის ძალებსა და საშუალებებს (საბინაო და კომუნალური მომსახურება, საგანგებო სიტუაციების სამსახური და სხვა) წარმოადგენს 13,5 ათასი პერსონალი და 780-ზე მეტი ტექნიკა. ასევე განლაგებულია კიევის თავდაცვის ტერიტორიული ბრიგადის ძალები”, - განაცხადა კლიჩკომ.
ქალაქის ხელმძღვანელობის თანახმად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და საწარმოები უზრუნველყოფილნი არიან გარანტირებული უწყვეტი კომუნიკაციით მობილური კომუნიკაციებისა და ინტერნეტის არარსებობის შემთხვევაში.