კოალა ახალ სამხრეთ უელსში, ქვინსლენდში და ავსტრალიის დედაქალაქში გადაშენების პირას მყოფ ცხოველად დასახელდა.
ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრმა, სუსან ლეიმ თქვა, რომ სიაში შეყვანა მიუთითებს ცხოველების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მან პირობა დადო, რომ იმუშავებს კოალების აღდგენის მიმართულებით.
გარემოსდაცვითი ჯგუფები პოპულაციის შემცირებაში ავსტრალიის მთავრობას ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ავსტრალიის მთავრობამ კოალების დასაცავად სათანადო ზომები არ მიიღო.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხის მიხედვით, ველურ ბუნებაში 500 000-ზე ნაკლები კოალაა დარჩენილი, ხოლო ავსტრალიური კოალას ფონდის ინფორმაციით, რეალური რიცხვი შეიძლება 60 000-ზე ნაკლები იყოს.
კოალას პოპულაციის შემცირების მიზეზად ქლამიდიის გავრცელებით გამოწვეული უნაყოფობა და სიკვდილი, ასევე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კატასტროფები სახელდება. 2019-20 წლების ტყის ხანძრებმა 60 000 კოალა იმსხვერპლა.
ახალი სამხრეთ უელსის მთავრობას 2020 წლის ივნისში განაცხადა, რომ თუ დამატებითი ზომები არ გატარდება, პოპულაცია შესაძლოა, შტატში 2050 წლისთვის გადაშენდეს.
ავსტრალიის მთავრობამ 29 იანვარს განაცხადა, რომ კოალების დასაცავად $36 მილიონს გამოყოფს, თუმცა გარემოსდაცვითი ჯგუფების ნაწილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ "ოკეანეში წვეთია".
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ ვესტკოტი