LIVE

Amazon ჯო ბაიდენს ვაქცინის ადმინისტრირებაში დახმარებას სთავაზობს

21 იან 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 494
Amazon ჯო ბაიდენს ვაქცინის ადმინისტრირებაში დახმარებას სთავაზობს
Chris Ratcliffe/Bloomberg

Amazon ჯორჯ ბაიდენს ვაქცინის დისტრიბუციის დაჩქარებაში დახმარებას სთავაზობს. ოთხშაბათს გაგზავნილ წერილში, დეივ კლარკმა, ამაზონის საცალო ვაჭრობის ახალმა აღმასრულებელმა ახალ ადმინისტრაციას აშშ-ში ვაქცინის ადმინისტრირებისთვის ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის შესაძლებლობების გამოყენება შესთავაზა: „ჩვენი მასშტაბი საშუალებას გვაძლევს, დაუყოვნებლივ მოვახდინოთ მნიშვნელოვანი გავლენა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

გარდა ამისა, კლარკმა ახალ ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, „რაც შეიძლება სწრაფად“ მიაწოდონ ვაქცინა კომპანიის 800000-ზე მეტ თანამშრომელს. მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის თანამშრომლების უმეტესობა სახლიდან მუშაობს, კომპანიის საწყობები, ქლაუდ მონაცემთა ცენტრები და Whole Foods Market ღია იყო პანდემიის პერიოდში.

ამერიკის რიგით მეორე უდიდესმა დამსაქმებელმა სოციალური დისტანცირების უზრუნველსაყოფად დიდი ცვლილებები მოახდინა საკუთარ ლოჯისტიკურ ქსელში, თუმცა პანდემიის პირველი ექვსი თვის განმავლობაში Amazon-ის დაახლოებით 20,000 თანამშრომელი დაინფიცირდა ვირუსით. თანამშრომელების ნაწილი, დეპუტატები და პროფკავშირების წარმომადგენლები კომპანიას კრიზისზე არაეფექტური რეაგირების გამო აკრიტიკებდნენ.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სპენსერ სოპერი და მეტ დეი