LIVE

აშშ-ში წლიური ინფლაცია 7.5%-მდე დაჩქარდა

11 თებ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
აშშ-ში წლიური ინფლაცია 7.5%-მდე დაჩქარდა

შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების დონე იანვარში მოსალოდნელზე მეტად დაჩქარდა და 40-წლიანი მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ფედერალურ სარეზერვო სისტემას, სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისკენ უბიძგებს.

შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 7.5%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, დეკემბერში 7%-იანი წლიური ზრდის დაფიქსირების შემდეგ. 

სურსათისა და ენერგიის არასტაბილური კომპონენტების გამოკლებით, ე.წ. ძირითადი ფასები ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, რაც ასევე ყველაზე მაღალი ზრდაა 1982 წლის შემდეგ.

Bloomberg-ის ეკონომისტთა გამოკითხვა სამომხმარებლო ფასებისთვის 7,3%-იან წლიურ ზრდას პროგნოზირებდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,4%-ს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტებმა ბოლო 10 თვიდან რვაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ყოველთვიური ცვლილება სათანადოდ ვერ შეაფასეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიდ პიკერტი