LIVE

გეომაგნიტურ ქარიშხალში SpaceX-ის ათობით სატელიტი განადგურდა

10 თებ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 679
გეომაგნიტურ ქარიშხალში SpaceX-ის ათობით სატელიტი განადგურდა

ილონ მასკის კოსმოსურმა წამოწყებამ, SpaceX-მა ცოტა ხნის წინ გაშვებული ფლოტის ათობით თანამგზავრი ქარიშხლის შედეგად დაკარგა. თანამგზავრები უკან დედამიწისკენ დაბრუნდნენ.

3 თებერვალს ფლორიდაში მდებარე "კენედის კოსმოსური ცენტრიდან" გაშვების მეორე დღეს, Starlink-ის დაბალი ორბიტის 49 თანამგზავრიდან 40 გეომაგნიტურ ქარიშხალში მოხვდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანებული თანამგზავრები ხელახლა შემოვიდნენ დედამიწის ატმოსფეროში ან ამ მიმართულებით მოძრაობენ და პროცესში იწვებიან. ეს ნიშნავს, რომ ორბიტალური ნამსხვრევები არ იქმნება და არც ერთი ნაწილი მიწაზე არ ეცემა, განაცხადა SpaceX-მა.

SpaceX-ის თქმით, ქარიშხალმა ატმოსფეროს ტემპერატურა და სიმკვრივე გაზარდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ თანამგზავრებისთვის წინააღმდეგობა 50%-ით მეტს შეადგენდა, ვიდრე წინა გაშვებების დროს.

"ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის" (NOAA) განცხადების მიხედვით, გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწის მაგნიტოსფეროს მთავარი დარღვევა. NOAA-ს მიხედვით, ისინი გამოწვეულია მდგრადი და ძლიერი მზის ქარებით, რომლებიც მაგნიტოსფეროს დინებებში, პლაზმაში და ველებში წარმოქმნიან ცვლილებებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანგუს ვიტლი