LIVE

WHO მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს $16 მლრდ შესწირონ

09 თებ 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 878
WHO მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს $16 მლრდ შესწირონ

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) მოუწოდებს მდიდარ ქვეყნებს, შესწირონ $16 მილიარდი პროგრამისთვის, რომლის მიზანია დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები ვაქცინებით, სამკურნალო საშუალებებითა და ტესტებით უზრუნველყოს. 

WHO-ის ინიციატივით, მდიდარმა ქვეყნებმა შემოწირულება მსოფლიო ვაჭრობაში მათი წვლილის პროპორციულად უნდა შეიტანონ. ორგანიზაცია საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს დამატებით თვითდაფინანსებისთვის $6,5 მილიარდის გამოყოფას სთავაზობს.

ორგანიზაციას გასული წლის ოქტომბერში პროგრამისთვის $33.4 მილიარდის შეგროვება სურდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნებმა WHO-ს მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს, მოთხოვნილი თანხა $16 მილიარდამდე შემცირდა. აქედან ამ დროისთვის მხოლოდ $800 მილიონის შეგროვება მოხერხდა.

ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, გააძლიერონ ღარიბების მხარდაჭერა, რათა დაჩქარდეს პანდემიის დასასრული. მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით ნახევარმა ვერ შეძლო "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მიერ დასახული მიზნის, 2021 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის მინიმუმ 40%-ის ვაქცინაცია. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" განცხადებით, მსოფლიოში ჩატარებული 4,7 მილიარდი კოვიდტესტიდან დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში მხოლოდ 0,4% იქნა გამოყენებული.

ACT-Accelerator პროგრამა მიზნად ისახავს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებისთვის ტესტების, სამკურნალო საშუალებების, ვაქცინების და პირადი დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომას მიულერი